Posts

სამუდამო მეგობრობა?!

Image
                   ვისაც ჰოროსკოპოს სჯერა, ესევე მიხვდებით. მე მერწყული ვარ,რაც ნიშნავს რომ მე ვარ ყველაზე მეგობრული. ბავშვობიდან უამრავი ხალხი მეხვია ირგვლივ, მყავდა ბევრი ახლობელი, რამდენიმე მეგობარი, ისინი ვისაც მე ვთვლიდი მეგობრად, და ისინი ვინც მე  მთვლიდნენ მეგობრად. მე ვარ ეგრედწოდებული "გიჟი მეგობარი" მხოლოდ იმ გაგებით რომ ბოლომდე ზედ ვყვები ადამიანს ვისაც მეგობარს ვეძახი. ჩემი ოჯახიც ამჩნევდა ამას და ყოველთვის მიმეორებდნენ "მეგობრები მოდიან და მიდიან, ყველაზე მთავარი ოჯახის წევრები არიანო", -რა სისულელეა თქო ვპასუხობდი. მართლაც რომ მეგონა რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით. მაგრამ სამწუხაროდ ეს სიმართლეა. მეგობრები მართლაც რომ მოდიან და მიდიან. გინდაც წლები ერთად იყოთ. დრო გადის და თუ გაგვიმართლა ყველაფერი მოკითხვის დონემდე რჩება.              სულ რამდენიმე ადამიანი იყო მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით, ვისაც მეგობრად ვთვლიდი. ერთთან დაშორება მაშინ დაიწყო როცა მე გავთხოვდი,მერე პატარა უთანხმოება, რომელზეც არც მომისმინა რომ გაეგო   დამნაშავე მე არ ვიყავი. მ
Image
                                                  ცხოვრება საქართველოს საზღვრებს გარეთ              პირდაპირი მნიშვნელობით დეპრესია მაქვს. 1 წელია ამერიკაში ვარ და  როცა გარეთ ვიყურები ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ამიყვანეს და ჩამაგდეს "სადღაც" უცხო ადგილში სადაც  არავის და არაფერს ვიცნობ.  ბუნება არაჩვეულებრივია ისეთი ყოველთვის რომ ვოცნებობდი ხოლმე დამესვენა, ყველგან ტყეა, ჩვენი სახლის წინაც კი. მაგრამ ვუყურებ და ის არ არის რაც საქართველოში. სულ სხვა შეგრძნებაა რაღაც უცხო და არასასიამოვნო. ეს ჩემს ქართველ კოლეგას გავუმხილე . მან კი მიპასუხა მეგონა მხოლოდ მე ვიყავი მასეო.  დავიწყოთ იმით რომ აქ ჩამოსულს ძალიან ბევრი ბრძოლა და ენერგია ჭირდრბა ასე მხოლოდ თავის დასამკვიდრებლად და "ასაწყობად" რასაც წლები ჭირდება. ვიცი არც მე მჯეროდა ამ ყველაფრის სანამ მე არ ჩამოვედი, არ ვნახე და არ გამოვცადე იგივე. მეც მეგონა დეიდა რომელიც არაფრრს გვაკლებდა ამერიკიდან ყველაფერი ქონდა კარგად ცხოვრობდა... მაგრამ არასოდეს მიფიქრია რა ფასად. ყველა ჩამოსული იბრძვის ყოველ დღე. ხალხი რომლ

სანამ ვიტყვით თანახმა ვარ !...

Image
             ზოგადად ყველა ჩვენს ნაბიჯს და გადაწყვეტილრბას რომ ვაანალიზებდეთ წინასწარ ბევრი რამე კარგად იქნებოდა, და ალბათ ბევრ რამესაც არ ვინანებდით.  სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ ყოველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენს ცხოცრებაში. მაგალითად კითხვაზე "ცოლად გამომყვები"-ზე თანხმობამდე                         არასოდეს, არასოდეს არ უნდა იჩქაროთ პასუხი, უნდა დაფიქრდეთ მზად ხართ თუ არა ამისთვის. წარმოიდგინოთ რა და როგორ იქნება. გაანალიზოთ ყველა წვრილმანი და ფაქტი.                                       2) პირველი ფაქტორი დროა. რამდენი ხანია იცნობთ? იცნობთ რომ? მოასწარით ამ დროში გაცნობა? თუ უბრალოდ ემოციებია,რომელმაც შეიძლება გადაიაროს. არ დაგავიწყდეთ რომ ადამიანის გაცნობას წლები, და ხანდახან მთელი ცხოვრება ჭირდება, რას ვიზამთ ასეთები ვართ.                                       2) დარწმუნდით რომ იცნობთ, ასეთი გიყვართ და იღებთ?  ეგ ახლა ფიქრობთ ასე, უფრო წინ უნდა გაიხედოთ, დაუსვით თავს კითხვა როგორი რეაქცია გექნებათ ამ თვისებებზე 5 წლის მერე. ეჭვიანობა რომელიც ახლა მ

დრო და ჩემი ისტორია

          გამარჯობა მკითხველებო, ძალიან დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია, მინდა აღვნიშნო რომ იმ მეოცნებე 15-16 წლის გოგონის მაგივრად ახლა 22 წლის დედა და ცოლი ვარ. მინდა ყველაფერი მოგიყვეთ რა და როგორ შეიცვალა,როგორ მივედი აქამდე... მინდა გავაზიარო ჩემი გამოცდილება, აზრები, იქბებ ვინმეს გამოადგეს კიდეც...                               მოკლედ ერთ დღეს გავიღვიძე და ამერიკაში აღმოვჩნდი, ოღონდ   უკვე გათხოვილი და თანაც 6 თვის ორსული. მის მერე ცხოვრებას ვებრძვი, ჩემი და ჩემი შვილის წარმატრბისთვის ვიბრძვი.                               ამ დღემდე 10 თვით ადრე ინტერნეტში ვეძებდი სამუშაოს კონსულტანტის პოზიციაზე, როდესაც ძებნის ღილაკს დავაჭირე ამოვარდა ერთი მაცდური პოზიცია ნორმალური ხელფასით იღონდ ოფიციანტის პოზიციაზე, გასაუბრება გავიარე, სამუშაოც დავიწყე, მაგრამ ჩემი მენეჯერი შემიყვარდა, მას კი მე. ის იმ დღეს აპირებდა სამუშაოდან წამოსვლას როცა მე მივედი,წასვლა გადაიდო. წვრილმანების მოყოლა რომ არ დავიწყო  ყველაფერი ძალიან რომანტიულად წავიდა როგორც არის ხოლმე.... ოჯახს რათქმაუნდა უნდოდა რომ მათთან

დღეს მე გიშვებ...

Image
                                      იცი ? დღეს მე მივხვდი,რომ დროა გაგიშვა ჩემი ფიქრებიდან,იმედებიდან,აწმყოდან... იცი? დღეს მე  გაპატიე ის რომ სიამაყე უბრალოდ ფეხით გამითელე,ოცნებები დამიმსხვრიე,სათამაშოსავით მომექეცი,სულ ყველაფერი გაპატიე. უბრალოდ მინდა ჩვენი ისტორია დავწერო,მე დავივიწყებ,დროც,მაგრამ ფურცელს მაინც ახსოვდეს ისე უბრალოდ,მაინც არ მემეტება ჩემი გრძნობები,ფურცელს მაინც დავუთმობ.დავამთავრებ ისტორიის წერას და დავამთავრებ ჩემს გრძნობებსაც,რომელთაც შენ გიძღვნიდი,სამუდამოდ...:)           ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა,იმიტომ რომ ყველაფერი ასე დაიწყო,ზაფხულის ერთი ლამაზი დღით, შენ რომ პირველად დაგინახე..იცი ჯერ ხმა არ გქონდა გაცემული რომ მომეწონე,შენც მოგეწონე,ვიგრძენი:)...  მერე გაგვაცნეს ერთმანეთი,სულ რაღაც რამდენიმე დღით ვიყავით ერთად ძალიან დაუვიწყარი დღეები იყო:) შენი წყალობით: პირველი დღე ტბაზე,ცურვას ორმ მასწავლიდი,ჩემი პირველი მცდელობა იყო,თან ერთი ნაბიჯი და უკვე აღარ ვჩანდი ტბაში,მე კი შუა ტბამდე გავბედე შესვლა შენთან ერთად,შემაქე,გაკვირვებული იყავი რომ წყლის შიში საე

უბრალოდ ცუდათ ვარ!.... :S

Image
იმდენი ხანია არ დამიწერია არაფერი,აღარც კი ვიცი გამომივა თუ არა ,აბა რატომ  ვწერ?-იმიტომ რომ ვერ დავაწყვე ჩემი ფიქრები  ისე... იქნებ ნაწერში მაინც  ამოვიკითხო რა მინდა ან რა მჭირს J უბრალოდ აღარ ვარ ისეთი როგორც ადრე,ალბათ უფრო მხიარული,ბედნიერი,რავიცი ბედნიერება კი შენი გამოჩენის მერე განვიცადე,მაგრამ შენი დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა მიმახვედრა,რომ შენს გაცნობამდეც ბედნიერი ვყოფილვარ...   ახლა კი სულ სხვანაირად ვარ ,თითქოს ვგიჟდები....არა შენი ბრალი არ არის ალბათ შენ მიზეზადაც გიყენებ J .ვერ აგიხსნი როგორ გამოიხატება ჩემი „გაგიჟება“?      პირველი რომ წარსული მტკივა...ხო ვერაფერს ვერ ვივიწყებ...შენც ხომ ეგ გინდოდა? J .  დეპრესია მიღებს ბოლოს და ყველაზე საშინელება ისაა,რომ ვერ ვხვდები რითია გამოწვეული....უბრალოდ ცუდათ ვარ! კიდევ ჩემს თავში არ ვარ დარწმუნებული,სულ მუდამ რაღაცის შიში მაქვს,მგონია რომ რაღაცას ვერ შევძლებ.იმდენს და მდენხანს  ვნერვიულობ მაგ „რაღაცეებზე“,რომ აღარ შემიძლია!      როგორ აგიხსნათ უბრალოდ ცუდათ ვარ! : S

"ზაფხული2012" იქნებ თქვენი სოფელიც შეგხვსდეთ :პ

Image
                ხალხო რა მალე გავიდა არა ზაფხული???  ახლა მე მოვყვები როგორი იყო ჩემი ზაფხული 2012 მოემზადეთ:პ  აუ იმდენი რამ მოხდა და იმდენ ადგილას ვიყავიიი ყველაზე ყველაზე თბილი და კარგი ზაფხული იყო ჩემთვის :) აჰა დავიწყო :               1  კვირა მანგლისში,ულამაზესია ნისლი პირდპირ სახლის წინ იყო ხოლმე და საღამოს საშინელ ფილმებში რომ არის ხოლმე ისე მოჩანდა ეს ნისლი ტყეში :დ კიდევ იქ ყველაფერს მოწყვეტილი ვიყავი სახლი ტყეში და მე <  3                3 დღე ოზაანში(დედოფლისწყაროს რაიონი,კახეთი) ვაიმე ასეთი საყვარელი სოფელი არ მინახავს :დ  ჯერ მარშუტკაშივე მომეწონა ხალხი რომ მივდიოდი მეძინებოდა და საზურგეს დავადე თავი, ერთი ქალი იჯდა ჩემს გვერდით და მოდი ჩემს მხარზე დაიძინეო :დ და ნახევარი გზა მასე მეძინა(რა უსინჯდიდო ვარ არა? :დ) ხო მერე მომიყვა თავის ბიოგრაფია ბოლოს ნომრები გავცვალეთ:დ შენხხელა გოგო მყავს და იმეგობრეთო:))) ხოო კიდევ 1ძალიან საყვარელი ადამინანი გავიცანი მაგ სოფელში და უზომოდ შემიყვარდა < 3           ამ ადგილს "გედიქი" ქვია გაყინული წყალი